1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 19 755 ჰექტარ ფართობს.
2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა შემდეგი საქმიანობებისა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);
ვ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით (სხვა სახის ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით);
ზ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა), მათ შორის სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზონისა და ზოლის მოვლა, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო ზონისა და ზოლის ფარგლებში სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება.
3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმები