ეს პროგრამა უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ღირებულებების, კონსერვაციის სტატუსის ცვლილების, საფრთხეების ტენდენციებისა და მართვის ღონისძიებების ეფექტურობის შესახებ.

აღნიშნული პროგრამის მთვარი მიზანია უზრუნველყოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების და სხვა ღირებულებების და საფრთხეების რეგულარული მონიტორინგი და ხელი შეუწყოს რეგულარულად განახლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

მიზანი 2: 2030 წლისთვის, 34-ე მუხლში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების მდგომარეობისა და 35-ე მუხლში წარმოდგენილი კრიტიკული საფრთხეების განვითარების ტენდენციების შესახებ რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადაპტური მართვისთვის.

ინდიკატორი 2: 2030 წლისთვის, არსებობს განახლებული ინფორმაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების (მუხლი 31) და კრიტიკული საფრთხეების (მუხლი 32) 70%-ის მდგომარეობის და განვითარების ტენდენციების შესახებ.

ქმედებები

ინდიკატორი

ინდიკატორის შემოწმების საშუალება

წინაპირობა

2.1. ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებებისა და საფრთხეების  შესახებ საბაზისო ინფორმაციის შეგროვება და სრულყოფა.

ჩატარებულია ერთი შეფასება ბიომრავალფეროვნების თითოეული ძირითადი ღირებულების და საფრთხისთვის.

ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებებისა და საფრთხეების შეფასების ანგარიშები.

საჭიროებისამებრ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, გარე ექსპერტების ჩართვა.

2.2. ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების მონიტორინგის გეგმის შემუშავება და განხორციელება.

მენეჯმენტის გეგმაში გამოვლენილი ბიომრავალფეროვნების ძირითადი ფასეულობებისთვის შემუშავებულია მონიტორინგის გეგმა.

მონიტორინგის გეგმის დოკუმენტი  და შესაბამისი მონიტორინგის ოქმები, შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა და რუკები.

CNF-ის მხარდაჭერა.

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, გარე ექსპერტების ჩართვა.

2.3. ტყის  (წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები) იშვიათი ჰაბიტატების, ჭრაგავლილი, ნახანძრალი და ხელუხლებელი ტყეების მონიტორინგი.

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია/მონაცემები მონიტორინგის შედეგების შესახებ.

ჰაბიტატების რუკები შედგენილი და ხელმისაწვდომია.

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან და დონორებთან.

2.4. ზურმუხტის ქსელის ჰაბიტატების მონიტორინგი

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია/მონაცემები ზურმუხტის ქსელის ჰაბიტატების შესახებ.

ჰაბიტატების რუკები შედგენილი და ხელმისაწვდომია.

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან, ექსპერტებთან და დონორებთან.

2.5. ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ჩლიქოსნების მონიტორინგი: არჩვი (Rupicapra rupicapra), აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), კეთილშობილი ირემი (Red deer).

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია/მონაცემები ჩლიქოსნების შესახებ.

გავრცელების და ჰაბიტატის რუკები შედგენილი და ხელმისაწვდომია.

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები და ფოტოები.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან, ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან.

2.6. ფოცხვერის (Lynx lynx) და მურა დათვის (Ursus arctos) მონიტორინგი.

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია/მონაცემები ფოცხვერის  შესახებ.

გავრცელების და ჰაბიტატების რუკები შედგენილი და ხელმისაწვდომია.

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები და ფოტოები.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან, ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან.

2.7. ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი – კავკასიური როჭოს (Lyrurus mlokosiewiczi)) მონიტორინგი.

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია/მონაცემები კავკასიური როჭოს შესახებ.

გავრცელების და ჰაბიტატების რუკები შედგენილი და ხელმისაწვდომია.

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები და ფოტოები.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან.

2.8. ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი მტაცებელი ფრინველის – მთის არწივი (Aquila chrysaetos), მონიტორინგი.

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია/მონაცემები მთის არწივის  შესახებ.

გავრცელების და ჰაბიტატების რუკები შედგენილი და ხელმისაწვდომია.

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები და ფოტოები.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან, ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან.

2.9. სუბალპური და ალპური მდელოების მონიტორინგი.

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები.

ჰაბიტატების რუკები განახლებული და ხელმისაწვდომია.

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში და ფოტოები.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან. ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან.

2.10. მტკნარი წყლების (მდინარეები, ტბები) მონიტორინგი.

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია/მონაცემები მტკნარი წყლების შესახებ.

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში და ფოტოები.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან.

2.11. მონიტორინგის მონაცემების (როგორც მოცემულია 1.1-1.10-ში) ანალიზი მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდის მეორე წლის შემდეგ და რეკომენდაციების ფორმულირება პრიორიტეტული საქმიანობისათვის, რომელიც განხორციელდება მეორე და მესამე სამწლიანი საოპერაციო გეგმის დროს.

ანალიტიკური ანგარიში და რეკომენდაციების დოკუმენტი მომზადებულია მენეჯმეტის გეგმის ძალაში შესვლიდან 2.5, 5.5 წლის შემდეგ და მეორე და მესამე სამწლიანი საოპერაციო გეგმის ფორმულირების დაწყებამდე.

ანალიტიკური ანგარიშის დოკუმენტი.

2.12. მეტეოროლოგიური და კლიმატური მონაცემების შეგროვება.

არსებობს მეტეოროლოგიური და კლიმატური მონაცემების შეგროვების სისტემა და მონაცემთა ბაზა.

მონაცემთა ბაზაში ასახულია მეტეო  და კლიმატური მონაცემები.

თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან.

2.13. ინფორმაციის შეგროვება არასისტემური ბუნებრივი მოვლენებისა და მათ მიერ მიყენებული ზარალის შესახებ.

მონაცემები არასისტემური ბუნებრივი მოვლენების შესახებ ხელმისაწვდომია.

მონაცემები არასისტემური ბუნებრივი მოვლენების შესახებ ასახულია ბუნების მატიანეში.

საჭიროებისამებრ თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან.

2.14. დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ ადგილობრივ მოსახლეობასა და მტაცებელ ცხოველებს შორის კონფლიქტის შესწავლა, შემარბილებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება.

აღრიცხულია ადგილობრივ მოსახლეობასა და მტაცებელ ცხოველებს შორის მომხდარ შემთხვევათა რაოდენობა და ზიანი.

მე-3 წლისთვის მომზადებულია  კონფლიქტის შემარბილებელი ღონისძიებების გეგმა.

კვლევის ანგარიშის და შემარბილებელი ღონისძიებების გეგმის დოკუმენტი.

კონფლიქტის რაოდენობრივი მონაცემები.

მიყენებული ზარალის სტატისტიკა.

ინფორმაცია თავდასხმების და ზარალის შესახებ.

ადგილობრივი მოსახლეობის და ფერმერების ადმინისტრაციის  ჩართულობა.

გარე ექსპერტების ჩართვა. CNF-ის მხარდაჭერა.

2.15. ტურისტულ მარშრუტებზე და მათ მიმდებარედ ბიომრავალფეროვნების ძირითად ფასეულობებზე მონიტორინგის გაზრდა/გაძლიერება.

ტურისტულ მარშრუტებზე და მათ მიმდებარედ იდენტიფიცირებულია ბიომრავალფეროვნების ძირითადი ფასეულობები.

საფრთხეების თავიდან აცილების დამატებითი ღონისძიებების ნუსხა.

ადმინისტრაციის ანგარიშები.

თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან, დონორ ორგანიზაციებთან და კონცესიონერებთან.

2.16. შინაური ცხოველებიდან გადამდები დაავადებების მონიტორინგი ფერმერებთან და ვეტერინარულ სამსახურთან თანამშრომლობით.

ერთობლივად განხორციელებული მონიტორინგის ღონისძიებები.

ღონისძიებების ანგარიშები და დოკუმენტაცია.

თანამშრომლობა ვეტერინარულ სამსახურთან.

2.17. ადგილობრივ მოსახლეობასთან და ფერმერებთან თანამშრომლობის გაგრძელება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში.

შემუშავებული კითხვარი.

გამოკითხვაში ჩართული მოსახლეობისა და ფერმერების რაოდენობა.

ადმინისტრაციის ანგარიშები.

2.18. ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში (ზაქათალას ნაკრძალი, აზერბაიჯანი) აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის და კეთილშობილი ირმის მონიტორინგის გაგრძელება.

მონიტორინგის მონაცემები.

მონიტორინგის ანგარიშები.

სააგენტოს და CNF-ის მხარდაჭერა.

მიზანი 3: 2030 წლისთვის, პრიორიტეტული საბაზისო კვლევები განხორციელებულია/მხარდაჭერილია შესაბამის დაინტერესებულ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან/ექსპერტებთან თანამშრომლობით.

ინდიკატორი 3: 2030 წლისთვის, სამეცნიერო ინფორმაციის დეფიციტის მინიმუმ 50% შევსებულია.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

3.1. ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების/ ზურმუხტის ქსელის საიტის ჰაბიტატების ეტაპობრივი შესწავლის ხელშეწყობა და მონიტორინგი.

განხორციელებული კვლევების რაოდენობა.

კვლევების დოკუმენტაცია/ანგარიშები.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გარე ექსპერტების ჩართვა, დონორების მხარდაჭერა.

3.2. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე (სახეობებსა და ჰაბიტატებზე) კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზეგავლენის შესწავლა, მოდელირება და ადაპტაციის გეგმის შემუშავება.

კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება, მოდელირება.

კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმა.

შესაბამისი დოკუმენტაცია.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გარე ექსპერტების ჩართვა, დონორების ხელშეწყობით.

მიზანი 4. 2030 წლისთვის, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ცოდნა და უნარები გაუმჯობესებულია.

ინდიკატორი 4: 2030 წლისთვის, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობები და უნარები, რათა განახორციელოს ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების და საფრთხეების ინდიკატორების და მართვის ქმედებების მონიტორინგი.

ქმედებები

ინდიკატორები

შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

4.1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების და საფრთხეების სტატუსის მონიტორინგისა და საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით მონაცემთა შეგროვების მიმართულებით.

სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება ბიომრავალფეროვნების თითოეულ ფასეულობაზე 3 წელიწადში ერთხელ, 15 მონაწილისთვის.

რეინჯერებს და სხვა პერსონალის 90%-ს გავლილი აქვს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები.

ჩატარებული ტრენინგების მასალები (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

სასწავლო მოდულები.

დონორებისა და სააგენტოს მხარდაჭერა.

4.2. შესაბამისი პერსონალის უზრუნველყოფა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობითა და სახარჯი/საველე მასალებით.

შეძენილი აღჭურვილობა და სახარჯი/საველე მასალები.

ადმინისტრაციის ქონების საინვენტარიზაციო აღწერილობის მონაცემები.

დონორებისა და სააგენტოს მხარდაჭერა.

4.3.  ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ზურმუხტის ქსელის საიტების მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება.

მინიმუმ ერთი ტრენინგი ტარდება რეგულარულად ყოველი საოპერაციო ფაზის ციკლში.

ტრენინგის მასალები და ანგარიში (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

დონორის მხარდაჭრა.

4.4. ადმინისტრაციის შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების და უნარების გაუმჯობესება შემდეგი თემატიკებით: ველზე მუშაობა/მონაცემების შეგროვება, ფოტომახეების, GPS, SMART აპლიკაციის მოხმარება, საძოვრების შეფასება/მონიტორინგი, შერჩეული საკვანძო სახეობების მონიტორინგი, მსხვილი ძუძუმწოვრებისა და ფრინველების შესახებ საველე მონაცემების შეგროვება, მცენარეების საკვანძო სახეობების იდენტიფიცირება, მეტყევეობა.

თანამშრომლების მინიმუმ 90%-ს გავლილი აქვს შესაბამისი თემატიკის ტრენინგები.

ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები  (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

სააგენტოს და დონორის მხარდაჭერ