გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების ღირებულებების დაცვას ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდითა და ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე, როგორიცაა: ადგილობრივი მოსახლეობა, ფერმერები, ბიზნესი, დაცული ტერიტორიების ვიზიტორები, მესაზღვრეები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები  და სხვა.

მიზანი 11. 2030 წლისთვის დაინტერესებული მხარეების ცნობიერება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების როლის, მნიშვნელობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის შესახებ გაუმჯობესებულია 2022 წელთან შედარებით.

ინდიკატორი 11: 2030 წლისთვის დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, ფერმერები, ბიზნესი და დაცული ტერიტორიების ვიზიტორების ჩართულობა გარემოსდაცვით საგანმანათლებლო აქტივობებში გაზრდილია 10-15%-ით 2022 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

11.1. მოკლევადიანი და გრძელვადიანი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის.

შემუშავებულია გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო დოკუმენტი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის ყველა სამიზნე ჯგუფის გათვალისწინებით.

გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო დოკუმენტი.

დონორების მხარდაჭერა.

გარე ექსპერტების ჩართვა.

11.2. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითად ღირებულებებზე ეკოსაგანამანათლებლო პროგრამების მომზადება  და განხორციელება ცალკეული სამიზნე ჯგუფისათვის.

მომზადებული და დანერგილია მინიმუმ 3 ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა.

ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები.

შემუშავებული ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დამადასტურებელი ანგარიში.

დონორების მხარდაჭერა.

გარე ექსპერტების ჩართვა.

მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

11.3. ნორჩ რეინჯერთა პროგრამის მომზადება და განხორციელება.

მომზადებულია „ნორჩი რეინჯერის“ პროგრამა.

განხორციელებული აქტივობების რაოდენობა.

„ნორჩი რეინჯერის“ პროგრამა.

„ნორჩი რეინჯერის“ ჯგუფ(ებ)ის აქტივობების ამსახველი მასალები (ფოტომასალები, მონაწილეთა სიები და სხვა).

დონორების მხარდაჭერა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

11.4. ეკოტურებისა და ეკობანაკების მოწყობაში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა.

დაცულ ტერიტორიაზე ეწყობა წელიწადში მინიმუმ 1 ეკოტური და 1 ეკობანაკი.

განხორციელებული ეკობანაკების და ეკოტურების რაოდენობა.

აქტივობების ამსახველი მასალები (ფოტომასალები, მონაწილეთა სიები და სხვა).

დონორების მხარდაჭერა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

11.5. ადგილობრივი სკოლების ეკოკლუბების მხარდაჭერა.

ერთობლივი აქტივობების რაოდენობა (მინიმუმ 3 აქტივობა წელიწადში).

ადმინისტრაციის კვარტალურ და წლიურ  ანგარიშებში ასახული განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშები და ფოტომასალა.

დონორების  მხარდაჭერა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

11.6. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება.

შემუშავებულია ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა.

ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა განახლებულია.

გეგმის დოკუმენტი.

ინფრასტრუქტურის არსებობის დამადასტურებელი მასალები (ფოტომასალა)

დონორების მხარდაჭერა.

11.7. ეკო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო მასალების და აღჭურვილობის შეძენა (მაგ.: ბინოკლი, მიკროსკოპი და სხვა)

შეძენილია საჭირო აღჭურვილობა და მასალები.

აღჭურვილობის და მასალების ჩამონათვალი.

აღჭურვილობის და მასალების მიღება-ჩაბარების აქტები

დონორის მხარდაჭერ