აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას და გააძლიეროს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინსტიტუციური საფუძვლები და შესაძლებლობები. პროგრამა, ძირითადად, მიმართულია საკმარისი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაძლიერებაზე, რათა შესაძლებელ იქნას მენეჯმენტის გეგმის პროგრამების ეფექტიანი განხორციელება.

მიზანი 15. 2030 წლამდე პერიოდში უზრუნველყოფილია საკმარისი და მდგრადი დაფინანსება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განხორციელებისთვის.

ინდიკატორი 15.: 2030 წლისთვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაფინანსება გაზრდილია 100%-ით 2022 წელთან შედარებით და უახლოვდება მის ოპტიმალურ ფინანსურ საჭიროებას (2020 წელს CNF-ის ფინანსური საჭიროებების შეფასების შესაბამისად).

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

15.1. მენეჯმენტის გეგმის შესრულებისთვის ყოველწლიური ფინანსური საჭიროებების შეფასება პრიორიტეტების მიხედვით.

ყოველწლიური საოპერაციო გეგმის შემუშავებისას დაფინანსების საჭიროება და ნაკლოვანება განსაზღვრული და დოკუმენტირებულია.

შეფასების ანგარიშები.

დაცული ტერიტორიების შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით.

15.2. დაფინანსების დამატებითი წყაროების (დონორების მოზიდვისა და შემოსავლების სხვა წყაროების გათვალისწინებით) იდენტიფიცირება მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მიზნით.

ყოველწლიურად განახლებულია პოტენციური დაფინანსების წყაროების ჩამონათვალი.

შემუშავებულია პოტენციური დონორებისა და პარტნიორების ნუსხა.

დაფინანსების წყაროების ჩამონათვალი.

დონორებისა და პარტნიორების ნუსხა.

სააგენტოს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობა.

15.3. ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულების საპროექტო წინანდადებების შემუშავება და წარდგენა დამფინანსებელთან.

სულ მცირე ერთი საპროექტო წინადადება წარდგენილია ყოველ წელს.

პროექტების სულ მცირე 20%  დაფინანსებულია.

წარდგენილი და დაფინანსებული  საპროექტო წინადადებების ნუსხა.

სააგენტოსთან, მეგობართა ასოციაციასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით.

მიზანი 16. 2030 წლისთვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ძირითადი საოპერაციო ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა გაუმჯობესებულია.

ინდიკატორი 16.: 2030 წლისთვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გააჩნია გამართული ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, სხვა დამხმარე ნაგებობები და ძირითადი საოპერაციო ბაზა (საველე და საოფისე ინვენტარი და აღჭურვილობა).

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

16.1.  ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებების გამოვლენა, შეძენის დაგეგმვა და დაფინანსება საოპერაციო გეგმის ფარგლებში.

საოპერაციო გეგმა და ბიუჯეტი ხელმისაწვდომია.

საოპერაციო გეგმა.

შესყიდვების დოკუმენტაცია.

დონორის მხარდაჭერა.

16.2. ადმინისტრაციის ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის რეგულარული შეკეთება და განახლება.

საშუალოდ წლიურად ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის 90% ფუნქციონირებს.

ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შესახებ ჩანაწერები

CNF-ის მხარდაჭერა.

16.3. ინფრასტ-რუქტურის მოვლა-პატრონობის გეგმის შემუშავება.

შემუშავებულია ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის გეგმა.

გეგმის დოკუმენტი.

CNF-ის მხარდაჭერა.

16.4. იჯარით და აღნაგობის უფლებით გაცემული ინფრასტრუქტურის განვითრების პროექტების და მათი ექსპლოატაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი.

განხორციელებულია მონიტორინგი წელიწადში 2-ჯერ.

მონიტორინგის ანგარიშები.

სააგენტოს შესაბამის სამსახურის სპეციალისტებთან ერთობლივად.

16.5. მაწიმის საჯინიბოს ინფრასტრუქტურის განვითარება და ცხენების სავარჯიშო მოედნის მოწყობა.

განვითარებულია საჯინიბოს ინფრასტრუქტურა.

მოწყობილია ცხენების სავარჯიშო მოედანი.

საჯინიბოს განვითარების პროექტი.

განვითარებული საჯინიბოს ინფრასტრუქტურა.

მოწყობილი ცხენების სავარჯიშო მოედანი.

დონორის მხარდაჭერა.

16.6. დაცულ ტერიტორიებთან მისასვლელი საავტომობილო გზების მოწესრიგების ინიცირება.

ინიციატივები წარდგენილია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

შესაბამისი დოკუმენტები და შეხვედრების ამსახველი ოქმები.

სააგენტოსთან, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

მიზანი 17. 2030 წლამდე პერიოდში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების ცოდნა, შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები გაუმჯობესებულია.

ინდიკატორი 17.: 2030 წლამდე პერიოდში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანაშრომელთა 90%-ის კვალიფიკაცია ამაღლებულია (2020 წლის CNF-ის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების შეფასების“ დოკუმენტის შესაბამისად).

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

17.1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის ტრენინგების ჩატარება მენეჯმენტის საკითხებში (ლიდერობა, ეფექტური მართვა, კონფლიქტების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციისა და ინტერპრეტაციის უნარები, საზოგადოებასთან ურთიერთობები, დონორებთან კომუნიკაცია, პროექტების წერა და ფონდების მოძიება, ბუღალტერია და ფინანსების მართვა).

სულ მცირე ერთი 2-დღიანი ტრენინგი 5 მონაწილისთვის ტარდება ყოველწლიურად.

ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები  (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

დონორების მხარდაჭერა.

17.2. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაბამისი პერსონალისათვის ტრენინგების ჩატარება კომპიუტერულ პროგრამებში (GIS, MS Word, Excel, Access, Power point, Tripple I და ა.შ.).

სულ მცირე ერთი 5-დღიანი ტრენინგი ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, თანამშრომლების მინიმუმ 80%-თვის.

ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები  (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

დონორების მხარდაჭერა.

17.3. რეინჯერების ტრენინგი ცხენების მოვლა-პატრონობის და ცხენოსნობის საფუძვლებში.

სულ მცირე 5-დღიანი ტრენინგი ტარდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ყველა რეინჯერისთვის.

ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები  (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

დონორების მხარდაჭერა.

17.4. ადმინისტრაციის ავტომანქანებით მოსარგებლე თანამშრომლების ტრენინგი მანქანების მოვლა-პატრონობაში და რთულ საგზაო პირობებში ექსპლუატაციაში.

სულ მცირე 4-დღიანი ტრენინგი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პასუხისმგებელი პირისთვის.

ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები  (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

დონორების მხარდაჭერა.

17.5. შესაძლებლობების გაძლიერებისთვის აუცილებელი საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტების გამოვლენა ყოველი საოპერაციო გეგმის ციკლში.

შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებების ნუსხა ხელმისაწვდომია.

შესაძლებლობების გაძლიერების შეფასების ანგარიში.

გარე ექსპერტების ჩართვა.

თავი VII. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინ