საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცნობადობა და საზოგადოების ცნობიერება დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, ასევე, ხელი შეუწყოს დადებითი კომუნიკაციის განვითარებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და საკუთრების განცდის ჩამოყალიბებას ადგილობრივ მოსახლეობაში.

მიზანი 12. 2030 წლისთვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი და კულტურული ფასეულობები აღიარებულია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ინდიკატორი 12.: 2030 წლისთვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების ცნობადობისთვის ეროვნულ და საერთაშორისო მედია საშუალებებში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობა 10-15%-ით გაზრდილია 2022 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

12.1. საინ-ფორმაციო, საკომუნიკაციო მასალების (ბუკლეტები, პოსტერები, კალენდრები, ვიდეო-რგოლები, რეკლამები, პრეზენტაციები, რუკები და ა.შ.) მომზადება და გამოქვეყნება,  ცნობიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის მიხედვით (CNF, 2020).

მომზადებული და გავრცელებულია სულ მცირე 5 სახეობის საინფორმაციო/საკომუნიკაციო მასალა.

ბეჭდური მასალა.

ვიდეო მასალა.

დონორების მხარდაჭერა.

გარე ექსპერტების ჩართვა.

პარტნიორებთან თანამშრომლობა.

12.2. სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებსა და დღესასწაულებში მონაწილეობა.

ადმინისტრაციის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებების და დღესასწაულების რაოდენობა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  გამართულ, სხვა უწყებების მიერ ორგანიზებულ, თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობა.

მონაწილეობის ამსახველი მასალები.

დონორების მხარდაჭერა.

მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა.

მიზანი 13. 2030 წლამდე პერიოდში დამყარებულია ახალი და გაუმჯობესებულია უკვე არსებული თანამშრომლობა სამთავრობო უწყებებთან, დონორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ინდიკატორი 13. 2030 წლისთვის პარტნიორებთან თანამშრომლობა გაუმჯობესებული თანამშრომლობით ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების, აქტივობებისა და პროექტების რაოდენობა გაზრდილია 50%-ით 2022 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

13.1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ზონის განვითარების ხელშეწყობა.

ადმინისტრაციის მონაწილეობით მიმდებარე ზონის განვითარების პროექტების რაოდენობა.

ყოველწლიური ანგარიშები თანამშრომლობის შესახებ.

ურთიერთთანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მეგობართა ასოციაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დონორებთან.

13.2. თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით რეგულარული შეხვედრების მოწყობა სხვადასხვა დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებთან.

ჩატარებულია სულ მცირე 2 შეხვედრა წელიწადში.

დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების რაოდენობა.

შედეგები, ასახული ანგარიშებში.

ერთობლივი ღონისძიებების ნუსხა.

13.3. თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით რეგულარული შეხვედრების მოწყობა სხვადასხვა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესებთან.

ჩატარებულია სულ მცირე 2 შეხვედრა წელიწადში.

დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების რაოდენობა.

შედეგები, ასახული ანგარიშებში.

ერთობლივი ღონისძიებების ნუსხა.

13.4. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გაძლიერება და ჩართულობის მხარდაჭერა დაცული ტერიტორიების თანამონაწილეობითი მართვის უზრუნველსაყოფად.

სულ მცირე 1 შეხვედრა წელიწადში.

შეხვედრების ოქმები.

მიზანი 14. 2030 წლამდე პერიოდში გაუმჯობესებულია ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა და გაზრდილია მათი ჩართულობა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მართვაში.

ინდიკატორი 14: 2030 წლისთვის, ადგილობრივ მოსახლეობასთან, სათემო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა გაუმჯობესებულია და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების 70% მიღებულია მათი ჩართულობით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

14.1. თემთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

შემუშავებულია თემთან კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი.

დონორების მხარდაჭერა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან  თანამშრომლობა.

14.2. გაცნობითი და განმარტებითი შეხვედრების ორგანიზება ადგილობრივ მოსახლეობასთან დაცული ტერიტორიების ფუნქციების, დაშვებული და აკრძალული ქმედებების გაცნობის მიზნით.

სულ მცირე 50 შეხვედრა მოსახლეობასთან წლის განმავლობაში.

შეხვედრის ოქმები.

მონაწილეთა სია.

შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

14.3. რეგულარული შეხვედრების მოწყობა ადგილობრივ თემებთან მიმდინარე სიახლეების, თანამშრომლობის შესაძლებლობების, დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების და პროექტების განხორციელების პროცესში.

სულ მცირე 1 შეხვედრა კვარტალში.

შეხვედრის ოქმები.

მონაწილეთა სია.

შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა.

ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

14.4.   ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება.

ყოველწლიური შეფასების ანგარიში.

სოციო-ეკონომიკური შეფასების კითხვარები.

მონიტორინგის ანგარიშის დოკუმენტი.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

14.5. მოსახლეობის აღქმის და ცნობიერების ამაღლების კვლევის მიზნით სპეციალური კითხვარის მომზადება და მის საფუძველზე შესაბამისი კვლევების ჩატარება.

მოსახლეობის აღქმის და ცნობიერების ამაღლების კვლევის კითხვარი.

კვლევის ანგარიში 3 წელიწადში ერთხელ.

მოსახლეობის აღქმის და ცნობიერების ამაღლების კვლევა.

დონორების მხარდაჭერა.

14.6. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა საძოვრებისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე.

სულ მცირე ოთხი შეხვედრა ჩატარებულია დაინტერესებულ მხარეებთან (მწყემსებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ა.შ.).

მონაწილეთა სია.

შეხვედრების ნუსხა.

ანგარიშები შეხვედრების შესახებ.

შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობ