პატრულირების და კანონაღსრულების პროგრამის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისა და მისი ძირითადი ფასეულობების (მუხლი 34) დაცვა და საფრთხეების (მუხლი 35) პრევენცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
მიზანი 1: 2030 წლისთვის გაუმჯობესებულია კანონაღსრულების ეფექტურობა და შემცირებულია ბიომრავალფეროვნებაზე უკანონო ზემოქმედების საფრთხეები.
ინდიკატორი 1.1: 2030 წლისთვის გაძლიერებულია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაძლებლობები თავიდან აირიდოს უკანონო ქმედებები და მინიმუმ 90%-ით არის გაზრდილი გამოვლენილ კანონდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
1.1 პატრულირების და კანონაღსრულების არსებული სისტემის ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება.
2023 წლისთვის ადმინისტრაციას აქვს პატრულირების და კანონაღსრულების სტრატეგია.
კანონაღსრულების სტრატეგიის დოკუმენტი.
სააგენტოს და დონორის მხარდაჭერა
1.2 პატრულირების და კანონაღსრულების სამოქმედო გეგმის შედგენა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების დაცვის პრიორიტეტულობით.
ყოველწლიურად განახლებულია პატრულირების და კანონაღსრულების სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმის დოკუმენტი.
სააგენტოს და დონორის მხარდაჭერა
1.3 დაცული ტერიტორიების პატრულირება არსებული პატრულირების სქემის (სარეინჯერო უბნების, მარშრუტების, პროცედურების) მიხედვით და SMART ტექნოლოგიის გამოყენებით.
განხორციელებული საპატრულო გასვლების რაოდენობა და გავლილი მანძილი, რომელიც აღირიცხება SMART ტექნოლოგიით.
პატრულირების სქემა.
პატრულირების ანგარიშები.
საპარტულო მარშრუტი.
CNF-ის მხარდაჭერა.
1.4 საინფორმაციო და ამკრძალავი ქმედებების დაფების განახლება დაცული ტერიტორიების საზღვრებთან.
განახლებულია მინიმუმ 50 დაფა.
დაფების რუკა და ფოტო დოკუმენტაცია.
დონორის მხარდაჭერა.
1.5 დაცვის განყოფილების შესაძლებლობების გაძლიერება დაცვის, პატრულირებისა და კანონაღსრულების მიმართულებით პროფესიული ტრენინგების მეშვეობით (მენეჯმენტის გეგმის რეგულაციები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა და ოქმების შედგენა, დამნაშავის დევნა და დაკავება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლის მეთოდოლოგია, პირველადი დახმარება, სამაშველო საქმიანობა და სხვა).
სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ თითოეულ თემატიკაზე, 15 მონაწილისთვის.
2030 წლისთვის რეინჯერთა 90%-მა და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი.
ტრენინგის მასალები.
ტრენინგის ანგარიშები.
სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა.
1.6 რეინჯერების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ცხენოსნობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.
სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება ყოველწლიურად, 10 მონაწილისთვის.
2030 წლისთვის რეინჯერთა 90%-მა და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი სწავლება.
ტრენინგის მასალები.
ტრენინგის ანგარიშები.
სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა.
1.7 რეინჯერების თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი თანამედროვე საველე ტექნოლოგიების გამოყენებაში (GPS, რაცია, SMART-ი, ფოტო- გადაღება, ფოტოხაფანგების მონტაჟი).
სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება ყოველწლიურად, მინიმუმ 10 მონაწილისთვის.
2030 წლისთვის რეინჯერთა 90%-მა და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი სწავლება.
ტრენინგის მასალები
ტრენინგის ანგარიშები.
სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა
1.8 ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების თანამშრომლების ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის (ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვა, ინტერპრეტაცია).
სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ, 15 მონაწილისთვის.
2030 წლისთვის რეინჯერთა 90%-მა და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი სწავლება.
ტრენინგის მასალები
ტრენინგის ანგარიშები.
სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა
1.9 კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება შესაბამის უწყებებთან, მათ შორის სასაზღვრო პოლიციასთან, პოლიციასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით.
სულ მცირე ერთი შეხვედრა შესაბამის უწყებებთან ყოველთვიურად, ან საჭიროებისამებრ.
შეხვედრებისა და ერთობლივი ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სააგენტოს მხარდაჭერა.
1.10 თანამშრომლობის გაუმჯობესება ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებთან ინფორმაციის მიწოდებით და კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების ეფექტურად განხორციელებისთვის.
თითოეულ სოფელში, ფერმერებთან და მწყემსებთან სულ მცირე 1 შეხვედრა წელიწადში ერთხელ.
დაცული ტერიტორიების რეგულაციების შესახებ ინფორმაცია გაცნობილი აქვს მინიმუმ 40 მოსახლეს, ფერმერს და მწყემსს.
შეხვედრის ამსახველი დოკუმენტაცია.
ფერმერების დამოწმებული დოკუმენტაცია.
სააგენტოს მხარდაჭერა.
1.11 რეინჯერების ჩართვა სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით.
წელიწადში ერთხელ მაინც ორგანიზებულია ვიზიტები საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებზე ან უცხოეთში.
ღონისძიებების ამსახველი ანგარიშები და ფოტომასალა.
CNF-ის, სხვა დონორების, მეგობართა ასოციაციის და რეინჯერთა ასოციაციის მხარდაჭერ