ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მართვა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების ყველა ძირითადი ღირებულების კონსერვაციას და, ამავდროულად, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბუნებრივი რესურსების მდგრად, სამართლიან და თანაბარ გამოყენებას ლაგოდეხის აღკვეთილში.
ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამა მიზნად ისახავს, დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები და, ამავდროულად, დაარეგულიროს საძოვრებისა და ტყის მართვის საკითხები.
მიზანი 5. 2030 წლისათვის ლაგოდეხის აღკვეთილის ბუნებრივი რესურსები მდგრადად გამოიყენება.
ინდიკატორი 5.: 2030 წლისათვის საძოვრების დატვირთვა შეესაბამება დადგენილ კვოტებს და, სულ მცირე, არ ხდება დეგრადირებული საძოვრების ფართობისა და დეგრადაციის ხარისხის ზრდა.
ინდიკატორი 5.: 2030 წლისთვის, არ ხდება ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შემცირება 2022 წელთან შედარებით.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
5.1. ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმის შედგენა.
შედგენილია ტყის მართვის გეგმა.
ტყის მართვის გეგმა.
დონორის მხარდაჭერა.
5.2. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტყის მერქნული რესურსების მონიტორინგისა და მდგრადი მართვის საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება.
სულ მცირე 3-დღიანი ტრენინგი ტყის მართვის გეგმის განხორციელების შესახებ.
ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები (მონაწილეთა სიები, ფოტომასალა).
დონორის მხარდაჭერა.
5.3. ლაგოდეხის აღკვეთილის საძოვრების მდგრადი მართვის გეგმის განახლება და მითითებული ღონისძიებების განხორციელება.
ლაგოდეხის აღკვეთილის საძოვრების მდგრადი მართვის გეგმა განახლებულია.
საძოვრების მდგრადი მართვის გეგმაში გაწერილი ღონისძიებები განხორციელებულია გრაფიკის შესაბამისად.
საიჯარო ხელშეკრულებების არსებობა, რომელშიც დადგენილია ძოვების ნორმები, პირუტყვის სიმჭიდროვე და ა.შ. სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით.
ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები (მონაწილეთა სიები, ფოტომასალა).
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობა.
5.4. საძოვრების შესახებ მონაცემთა ბაზის შედგენა და რეგულარული მონიტორინგი.
ხელმისაწვდომია განახლებული მონაცემთა ბაზა საძოვრების შესახებ.
მონაცემთა ბაზა საძოვრების შესახებ.
მონიტორინგის ანგარიში.
საჭიროებისამებრ გარე ექსპერტ(ებ)ის ჩართვა.
5.5. რეინჯერებისთვის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება საძოვრების მართვის საკითხებზე.
მინიმუმ ერთი ტრენინგი ტარდება რეგულარულად სულ მცირე 15 თანამშრომლისთვის ყოველი საოპერაციო ფაზის ციკლში.
ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).
დონორის მხარდაჭერა.
5.6. ადმინისტრაციის დაცვის განყოფილებაში საძოვრების და ტყის მართვის მიმართულებით სპეციალისტის დამატება.
ადმინისტრაციას ჰყავს დამატებით 1 ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი (საძოვრების მართვის და ტყის მართვის სპეციალიზაციით).
საშტატო ნუსხა.
საბიუჯეტო დაფინანსების არსებობა.
5.7. ტრენინგი ნარჩენების მდგრად მართვაზე.
ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება ტრენინგი მინიმუმ 20 თანამშრომლოსთვის.
ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).
დონორის მხარდაჭერა.
5.8. მომთაბარე მეცხვარეობასთან დაკავშირებული, საძოვრების მართვის ტრადიციული, მდგრადი სისტემების პოპულარიზაცია.
წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ხორციელდება პოპულარიზაციის ღონისძიება.
ღონისძიების რაოდენობა.
ანგარიში/გამოქვეყნებული ინფორმაცია.
დონორების დახმარება.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობ