1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგი. ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, რეინჯერებთან ერთად, პასუხისმგებელია განახორციელოს და მოამზადოს ანგარიში მიმდინარე კვლევებსა და მონიტორინგის შედეგებზე.

2. 2016 წლიდან სახეობათა კონსერვაციის ცენტრი (NACRES) კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და TJS-ის დაკვეთით ახორციელებს სამეცნიერო კვლევას ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის მონიტორინგის მიზნით.

3. პროექტის ფარგლებში, 2018 წლიდან, ხდება ჯიხვების აღჭურვა GPS საყელურით და მათ მოძრაობაზე დაკვირვება.

4. 2015 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტი ახორციელებს მასშტაბურ სამეცნიერო კვლევას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მწერების შესასწავლად. კვლევის საველე ნაწილი დასრულებულია და სისტემატიზებულია შეგროვებული მასალები.

5. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ყოველწლიურად ახორციელებს კეთილშობილი ირმის აღრიცხვას და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას. მონიტორინგის ღონისძიებები ეფუძნება 2018-2019 წლებში NACRES-ის მიერ CNF-ის და TJS-ის დაკვეთით შემუშავებულ ირმის მონიტორინგის ტრანსასაზღვრო სისტემას (აზერბაიჯანის ზაქათალის ნაკრძალთან ერთად).

6. 2020 წელს, CNF-ის დაფინანსებით, 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა შორისაცაა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, განისაზღვრა ბიომრავალფეროვნების ინდიკატორი სახეობები და მომზადდა შერჩეული ინდიკატორების მონიტორინგის 10 წლიანი გეგმა.

7. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობები შეზღუდულია რესურსების სიმწირის გამო, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური. დღეისათვის ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და საფრთხეების შესახებ. ძირითადად, მონიტორინგი ეყრდნობა რეინჯერთა პატრულირებისას და ასევე წინასწარ შერჩეულ ადგილებზე განხორციელებულ დაკვირვებებს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერების მიერ მიმდინარეობს დაკვირვება მსხვილი ძუძუმწოვრებიდან შერჩეულ საკვანძო სახეობებზე: აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, რომელთა რიცხოვნობა პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. ამ სახეობებზე მონიტორინგისთვის გამოიყენება დაკვირვება, ფოტოხაფანგის მასალა, მიმდინარეობს კვალისა და ექსკრემენტების დაფიქსირება, შეხვედრიანობის აღრიცხვა. ადმინისტრაცია ახორციელებს ფრინველების მონიტორინგსაც. ხდება გადამფრენ და მობუდარ ფრინველებზე შეხვედრიანობის აღრიცხვა. ფრინველების რაოდენობის დადგენა ხდება ფოტოხაფანგებით გადაღებული კადრებიდან და რეინჯერების ჩანაწერების მიხედვით. თუმცა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი მონიტორინგისათვის ადამიანური რესურსი, მათი კვალიფიკაცია და აღჭურვილობა საკმაოდ მცირეა. ამასთან, აღნიშნული მეთოდები ვერ იძლევა ზუსტ ინფორმაციას პოპულაციის დინამიკისა და სხვა მახასიათებლების შესახებ.

8. ადმინისტრაციის საქმიანობის ანალიზმა აჩვენა, რომ ლაგოდეხის აღკვეთილში არსებული საძოვრების მართვის სრულფასოვნად განსახორციელებლად საჭიროა ადმინისტრაციას ჰყავდეს ამ მიმართულების შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

9. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ყოველწლიურად აგროვებს მასალებს „ბუნების მატიანესთვის“, რომელიც შეიცავს მეტეოროლოგიურ მონაცემებს, სტიქიური მოვლენების შემთხვევებს, სახეობებზე დაკვირვების მონაცემებს, საფრთხეში მყოფი სახეობების და ჰაბიტატების ჩათვლით, აგრეთვე გარე მკვლევარებისა და მეცნიერების საქმიანობების შესახებ ანგარიშებს, რომლებიც მუშაობენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზ