1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვენლოვანი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგი. ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი რეინჯერებთან ერთად პასუხისმგებელია განახორციელოს და წარადგინოს ანგარიში მიმდინარე კვლევებსა და მონიტორინგის შედეგებზე.
2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევების შესაძლებლობები შეზღუდულია რესურსების სიმწირის გამო, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური. შესაბამისად ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და საფრთხეების შესახებ. ძირითადად მონიტორინგი ეყრდნობა რეინჯერთა ეპიზოდურ/შემთხვევით დაკვირვებებს. კინტრიშის ადმინისტრაციის რეინჯერების მიერ მიმდინარეობს დაკვირვება მსხვილი ძუძუმწოვრებიდან შერჩეულ საკვანძო სახეობებზე: მურა დათვზე, შველზე, არჩვზე. ამ სახეობებზე მონიტორინგისთვის გამოიყენება ფოტოხაფანგის მასალა, მიმდინარეობს კვალისა და ექსკრემეტების დაფიქსირება, შეხვედრიანობის აღრიცხვა. ადმინისტრაცია ახორციელებს ფრინველების მონიტორინგს, ფრინველების მნიშვნელოვანი ადგილების გამოყოფას. ხდება გადამფრენ და მობუდარ ფრინველებზე შეხვედრიანობის აღრიცხვა. ფრინველების რაოდენობის დადგენა ხდება ფოტოხაფანგის მიერ გადაღებული კადრებიდან და რეინჯერების შეხვედრიანობის ჩანაწერების მიხედვით. აღნიშნული მეთოდები ვერ იძლევა ზუსტ ინფორმაციას პოპულაციის დინამიკისია და სხვა მახასიათებლების შესახებ.
3 კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში კვლევებს ახორციელებენ სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის ილიას სახელმწიფო და ბათუმის უნივერსიტეტები. ხშირად, კვლევის შედეგების გაზიარება არ ხდება კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის. ინფორმაცია ტყის, ფლორის, ფაუნისა და ჰაბიტატების შესახებ შესავსებია.
4. ყოველწლიურად კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აგროვებს მასალებს ბუნების მატიანესთვის, რომელიც შეიცავს მეტეოროლოგიურ მონაცემებს, სტიქიურ მოვლენებზე, სახეობებზე შემთხვევითი დაკვირვების მონაცემებს, საფრთხეში მყოფი სახეობების და ჰაბიტატების ჩათვლით, აგრეთვე გარე მკვლევარებისა და მეცნიერებების საქმიანობების შესახებ ანგარიშებს, რომლებიც მუშაობენ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნული დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად ვერ გამოდგება დაცული ტერიტორიების ადაპტაციური მენეჯმენტისთვის.