1. დაცული ტერიტორიების სააგენტო (სააგენტოს ცენტრალური აპარატი და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) პასუხისმგებელია მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე, მათი განხორციელების მონიტორინგსა და მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.
2. მენეჯმენტის გეგმა ხორციელდება სამწლიანი საოპერაციო და წლიური სამუშაო გეგმის საშუალებით. საოპერაციო გეგმაში ასახულია განსახორციელებელი ქმედებები, შესაბამისი ბიუჯეტის და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით, განსაზღვრულია პრიორიტეტები.
3. დაცული ტერიტორიების სააგენტო, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად, უზრუნველყოფს სხვა ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობას და თანამშრომლობას გარკვეული ღონისძიებების განხორციელებაში, როდესაც ეს აუცილებელი და საჭირო