პატრულირებისა და კანონაღსრულების პროგრამის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ძირითადი ღირებულებების დაცვა ბრაკონიერობის, ხანძრების, დაბინძურებისა და იმ საფრთხეებისგან, რომლებიც გამოვლინდა სიტუაციური ანალიზის დროს და იდენტიფიცირებულია 26-ე მუხლის მე-3 ცხრილში.
მიზანი 1: 2031 წლისთვის გაუმჯობესებულია კანონაღსრულების ეფექტურობა და შემცირებულია ბიომრავალფეროვნებაზე უკანონო ზემოქმედების საფრთხეები თანამედროვე მართვის მექანიზმების და ტექნოლოგიების გამოყენებით.
ინდიკატორი 1.1: 2031 წლისთვის გაძლიერებულია ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის შესაძლებლობები, თავიდან აირიდოს უკანონო ქმედებები და მინიმუმ 90%-ით გაზრდილია გამოვლენილ კანონდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
1.1. პატრულირებისა და კანონაღსრულების არსებული სისტემის ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედგენა, ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი ღირებულებების, ჰაბიტატებისა და ეკოსისტემების გავრცელების არეალების პრიორიტეტულობით.
2025 წლისთვის ადმინისტრაციას აქვს პატრულირების და კანონაღსრულების სტრატეგია და მოქმედების გეგმა.
სტრატეგიისა და მოქმედების გეგმის დოკუმენტები.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და დონორის მხარდაჭერა.
1.2. პატრულირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა (SMART).
თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც იყენებენ SMART ტექნოლოგიას 2024 წლისთვის.
SMART ანგარიშები.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და დონორების/პარტნიორების მხარდაჭერა.
1.3. არსებული პატრულირების სქემის განახლება გამოვლენილი საფრთხეებისა და დამატებითი შესაძლებლობების (ტექნოლოგიური, ტექნიკური და ადამიანური) არსებობის შემთხვევაში (მაგალითად: საპატრულო მარშრუტების დამატება და პატრულირების სიხშირის გაზრდა).
2024 წლისთვის გამოვლენილი საფრთხეების და დამატებითი შესაძლებლობების საფუძველზე განახლებულია საპატრულო სქემა.
პატრულირების სქემა.
პატრულირების ანგარიშები.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.
1.4. დამატებითი საინფორმაციო ნიშნებისა და აკრძალული ქმედებების დაფების განთავსება აღკვეთილის საზღვრებთან.
აღკვეთილის საზღვრის მთლიან პერიმეტრზე, ყველა მისადგომ ადგილას განთავსებულია საინფორმაციო/ამკრძალავი დაფა.
დაფები განთავსებულია დაცული ტერიტორიების ყველა შესასვლელთან.
საინფორმაციო ნიშნებისა და აკრძალული დაფების განთავსების რუკა და ფოტო დოკუმენტაცია.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დონორის და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.
1.5. დაცვის განყოფილებისა და დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვის პროფესიული ტრენინგების ჩატარება პატრულირებისა და კანონაღსრულების მიმართულებით, შესაბამისი უწყებების ბაზაზე (შსს, სასამართლო).
ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებულია სულ მცირე ერთი 4-დღიანი ტრენინგი, დაცული ტერიტორიის სულ მცირე 5 თანამშრომლისათვის.
რეინჯერთა და დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების რაოდენობა, რომლებმაც გაიარეს შესაბამის ტრენინგები.
ტრენინგის მასალები, შეფასების ფორმები, ფოტო–დოკუმენტაცია.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დონორის და პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერა.
1.6. დაცვის განყოფილების თანამშრომლებისთვის ყოველწლიურად სულ მცირე ერთი 2-დღიანი ტრენინგის ჩატარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და ოქმების შედგენის საკითხებზე.
ყოველწლიურად ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა
დაცული ტერიტორიის თანამშრომლის რაოდენობა, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგი
რეინჯერთა 90 %-მა გაიარა შესაბამისი ტრენინგები.
ტრენინგ მოდულები.
მონაწილეთა სია
ფოტო–დოკუმენტაცია.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დონორის მხარდაჭერა.
1.7. დაცვის განყოფილების თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება დაკარგულის ძებნის, დამნაშავის დევნისა და დაკავების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და პირველადი დახმარების შესახებ.
ყოველი საოპერაციო (3 წელიწადში ერთხელ) ფაზის ციკლში მინიმუმ ერთი 2 დღიანი ტრენინგია ჩატარებული მითითებულ საკითხებზე სულ მცირე 5 თანამშრომლისათვის.
რეინჯერთა 90 %-მა გაიარა შესაბამისი ტრენინგები.
მონაწილეთა სია, ფოტოდოკუმენტაცია.
დონორის მხარდაჭერა.
1.8. კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება შესაბამის უწყებებთან, მათ შორის სასაზღვრო პოლიციასთან, პოლიციასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით.
ყოველ 3 თვეში ერთხელ გამართული შეხვედრების რაოდენობა პარტნიორ უწყებებთან.
ერთობლივი ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა და შეხვედრების ანგარიშები/ოქმები.
1.9. ჭაჭუნის აღკვეთილის რეინჯერების ჩართვა სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით.
ჭაჭუნის აღკვეთილის რეინჯერების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებზე, ან უცხოეთში.
ღონისძიებების ამსახველი ანგარიშები და ფოტომასალა.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დონორის და პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერ