ეკოტურიზმის პროგრამა მიმართულია ჭაჭუნის აღკვეთილში ეკოტურიზმის შექმნისა და განვითარებისათვის არსებული პოტენციალისა და შესაძლებლობების გააძლიერებისაკენ.
მიზანი 7. ჭაჭუნის აღკვეთილში განვითარებულია ინფრასტურქტურა, სერვისები და ეკო-ტურისტული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ჭაჭუნის აღკვეთილის ეკოტურიზმის პოტენციალის გამოვლენას და გამოყენებას ეკოლოგიური მთლიანობის ხელყოფის გარეშე.
ინდიკატორი 7.1: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლისთვის ჭაჭუნის აღკვეთილის ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად დაგეგმილია და მისი 50%-ზე მეტი მოწყობილია. ამავდროულად, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საფრთხეები არ იზრდება.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
7.1. მარკირების, ბილიკების ნიშნულებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების სულ მცირე 10 საპროექტო წინადადებების შემუშავება.
საპროექტო წინადადების რაოდენობა, რომლებიც შემუშავებულია ბილიკების მარკირების, ნიშნულებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ.
ბილიკების მარკირების, ნიშნულებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის შესახებ საპროექტო წინადადებების დოკუმენტები.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს და
დონორის/პარტნიორის მხარდაჭერა.
7.2. ადგილობრივი ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიური ძეგლების ინტეგრაციის ხელშეწყობა ტურისტულ პროდუქტში.
2023 წლამდე ჭაჭუნის აღკვეთილის სულ მცირე 1 ტურისტულ პროდუქტში ინტეგრირებულია იქ არსებული ისტორიულ -კულტურული ფასეულობა.
ტურისტული პროდუქტების აღწერილობა.
თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლების ტურიზმის სამსახურთან.
7.3. ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია და კოორდინაცია ეკოტურიზმის და აგროტურიზმის განვითარების საკითხებზე.
ეკოტურიზმის განვითარების შესახებ ყოველწლიურადჩატარებულია სულ მცირე 3 შეხვედრა ადგილობრივ სტრუქტურებთან, სულ მცირე 2 შეხვედრა რეგიონულ სტრუქტურებთან და სულ მცირე 1 შეხვედრა ცენტრალურ სტრუქტურებთან.
შეხვედრების ოქმები, მონაწილეთა სია ფოტომასალა.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობა.
7.4. ფრინველებზე დასაკვირვებლად ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაცია.
2025 წლისთვის მოწყობილია 2 დასაკვირვებელი ქოხი/სამალავი და ფრინველებზე დაკვირვების ბილიკი, რეაბილიტირებულია ფრინველებზე დაკვირვების არსებული კოშკურა.
დასაკვირვებელი ქოხი/სამალავის, რეაბილიტირებული კოშკურას, მოწყობილი ბილიკის საპროექტო ნახაზები და ფოტომასალა.
დონორის მხარდაჭერა.
7.5. დაცული ტერიტორიისთვის შემოსავლების გენერირების მიზნით, ფრინველებზე დაკვირვების პროგრამებისა და საინფორმაციო-საექსკურსიო ტურების მომზადება.
2025 წლისთვის მომზადებულია სულ მცირე 1 ტური და 1 საინფორმაციო-საექსკურსიო პროგრამა.
ფრინველებზე დაკვირვების პროგრამებისა და საინფორმაციო-საექსკურსიო ტურის პროგრამა.
დონორის მხარდაჭერა;
კერძო სექტორთან თანამშრომლობა.
7.6. არსებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობის გეგმის შემუშავება და განხორციელება.
2024 წლამდე შემუშავებულია და ხორციელდება
ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის გეგმა.
მოვლა-პატრონობის გეგმის დოკუმენტი;
განხორციელებული ქმედებების ანგარიშები.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს და დონორის მხადრაჭერა.
მიზანი 8. ჭაჭუნის აღკვეთილი, ეკოტურისტული თვალსაზრისით, წარმოადგენს ცნობად ტურისტულ ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ინდიკატორი 8.1: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა და მათი კმაყოფილება გაზრდილია მინიმუმ 50%-ით, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველ წელთან შედარებით.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
8.1. ჭაჭუნის აღკვეთილის პოპულარიზაციისთვის, ბუნებრივი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ სხვადასხვა სარეკლამო მასალების მომზადება.
2024 წლისთვის შექმნილია ტურების და ბილიკების 5 თემატური ფლაერი, გამოცემულია 1 მეგზური, გამოცემულია 1: 25.000 მასშტაბის რუკა, GPS ტრეკები განთავსებულია სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
ყოველწლიურად დაბეჭდილია 1000 საფოსტო ბარათი.
რუკები, ბარათები, მეგზური.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობა.
დონორის მხარდაჭერა.
8.2. ჭაჭუნის აღკვეთილის პოპულარიზაცია ელექტრონული საშუალებებითა და სოციალური მედიის გამოყენებით.
ყოველწლიურად გავრცელებულია მინიმუმ 10 სიახლე ჭაჭუნის აღკვეთილის ფეისბუქ გვერდის, მუნიციპალიტეტისა და სხვა, შესაბამისი ვებ-გვერდებისა და სოციალური მედიის საშუალებით.
ფეისბუქ სიახლეები და ფეისბუქზე ვიზიტების სტატისტიკა.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მხარდაჭერა.
8.3. ტუროპერატორებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
წელიწადში მინიმუმ ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) ტუროპერატორებთან რეგულარულად იგზავნება ელექტრონული სიახლეები.
წერილების ასლები.
ელექტრონული კომუნიკაციების აღრიცხვის ჟურნალი.
8.4. ჭაჭუნის აღკვეთილის პოპულარიზაცია სხვადასხვა მედია საშუალებებით.
სულ მცირე ორ წელიწადში ერთი მედიატურია ორგანიზებული ეროვნული მედიის წარმომადგენლებისათვის
სულ მცირე 2 სტატია ქვეყნდება ყოველწლიურად ჭაჭუნის აღკვეთილის ბუნებრივი ღირებულებების შესახებ ეროვნულ სოციალურ მედიაში.
სულ მცირე ერთი სარეკლამო კამპანია წარმოებს ორ წელიწადში ერთხელ.
რეკლამები.
ვიდეო რგოლები.
სტატიები/სატელევიზიო პროგრამებში გაშუქება.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.
დონორის მხარდაჭერა
.
მიზანი 9. 2030 წლისთვის, ჭაჭუნის აღკვეთილში ვიზიტორთა მართვა ხორციელდება ტერიტორიის ეკოლოგიური მთლიანობის და კონსერვაციული ფასეულობების ხელყოფის გარეშე.
ინდიკატორი 9.1.: 2029 წლისთვის, ჭაჭუნის აღკვეთილში, 2022 წელთან შედარებით არ არის გაზრდილი კონსერვაციული ფასეულობების ხელყოფის შემთხვევები ვიზიტორთა მიერ.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
9.1. ჭაჭუნის აღკვეთილის ვიზიტორთა გამტარუნარიანობის შეფასება.
2025 წლისთვის შეფასებულია აღკვეთილის ვიზიტორთა გამტარუნარიანობა.
შეფასების დოკუმენტი.
დონორის მხარდაჭერა.
9.2. ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციისთვის ვიზიტორთა მართვის გეგმის შემუშავება.
2025 წლისთვის შემუშავებულია ვიზიტორთა მართვის გეგმა.
ვიზიტორთა მართვის გეგმის დოკუმენტი.
სსიპ დონორის მხარდაჭერა.
ექსპერტებთან თანამშრომლობა.
9.3. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის (ვიზიტორთა მომსახურების, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებისთვის, რეინჯერებისთვის) ტურიზმის, ვიზიტორთა მართვის, ბილიკების მარკირების საკითხებზე ტრენინგების ჩატარება.
სულ მცირე 6 ტრენინგის სესია.
ტრენინგის მასალები.
დამატებითი დაფინანსებ