1.
მხარეები აღიარებენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მისი მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის აუცილებლობას, როგორც ერთ-ერთ ძირითად ელემენტს მდგრადი განვითარების მისაღწევად და გამოთქვამენ მზადყოფნას, უზრუნველყონ ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენება ბიომრავალფეროვნების კონვენციისა და სხვა  საერთაშორისო ინსტრუმენტების შესაბამისად, რომელთა მხარესაც ქვეყნები წარმოადგენენ.

2.
ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან:

(a)
ხელი შეუწყონ ვაჭრობას ბუნებრივი რესურსიდან მიღებული  იმ პროდუქტებით, რომელიც მიღებულია ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენებით და ამავე დროს წვლილი შეაქვს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში;

(b)
უზრუნველყონ ინფორმაციის გაცვლა ბუნებრივი რესურსებიდან  მიღებული პროდუქტით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ქმედებებთან მიმართებაში ბიომრავალფეროვნების დანაკარგებისა და მასზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლონ მათი შესაბამისი პოლიტიკის გავლენის მაქსიმიზაციისა და ურთიერთმხარდაჭერის  მიზნით;

(c)
ხელი შეუწყონ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) სიაში იმ სახეობების შეტანას, რომელთა კონსერვაციის სტატუსი სარისკოდ მიიჩნევა; და

(d)
ითანამშრომლონ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობისა და მისი მდგრადი გამოყენების მიზნით ბუნებრივ და აგროკულტურულ ეკოსისტემებში, რაც მოიცავს გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, მათ ჰაბიტატებს, განსაკუთრებული დაცვის ბუნებრივ ტერიტორიებს და გენეტიკურ მრავალფეროვნებას, ეკოსისტემების აღდგენას, ასევე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრას ან შემცირებას, რაც გამოწვეულია ეკოსისტემის ცოცხალი და არაცოცხალი  ბუნებრივი რესურსების გამოყენები