თევზის მარაგის მდგრადი და გონივრული მართვის მნიშვნელობის გათვალისწინებით და სავაჭრო ურთიერთობებში ეფექტური მმართველობის ხელშეწყობის მიზნით მხარეები იღებენ ვალდებულებას:
(a)
ხელი შეუწყონ თევზის მეურნეობის მართვის საუკეთესო გამოცდილების დანერგვას, რათა უზრუნველყონ თევზის მარაგის კონსერვაცია და მდგრადი მართვა ეკოსისტემების მიდგომის გათვალისწინებით;
(b)
გაატარონ ეფექტური ზომები თევზჭერის საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით;
(c)
უზრუნველყონ ზღვის ცოცხალი რესურსების გრძელვადიანი კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება გაეროსა (UN) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ძირითადი ინსტრუმენტების შესაბამისად;
(d)
ხელი შეუწყონ მხარეებს შორის მონაცემების შეგროვების ურთიერთშეთანხმებული სქემის განვითარებასა და მეცნიერულ თანამშრომლობას თევზის მეურნეობის მართვასთან დაკავშირებული სამეცნიერო რჩევების გაუმჯობესების მიზნით;
(e)
შეძლებისდაგვარად მჭიდროდ ითანამშრომლონ თევზჭერის მართვის შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებთან; და
(f)
უზრუნველყონ ურთიერთანამშრომლობა არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ზომების გამოყენებით. მხარეები ასევე თანხმდებიან განახორციელონ პოლიტიკა და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი პროდუქცია არ მოხვდეს სავაჭრო მიმოქცევასა და შესაბამის ბაზრებზ