მხარეები აცნობიერებენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გარემოსდაცვით და შრომით პოლიტიკაში, რათა მიღწეულ იქნეს აღნიშნული შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მიზნები. მათ შეიძლება ითანამშრომლონ, მათ შორის, შემდეგ სფეროებში:
(a)
ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების შრომითი ან გარმოსდაცვითი საკითხების საერთაშორისო ფორუმები, მათ შორის, განსაკუთრებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები (MEAs);
(b)
მეთოდოლოგია და ინდიკატორები ვაჭრობის მდგრადობის ზემოქმედების შესაფასებლად;
(c)
შრომითი და გარემოსდაცვითი რეგულაციების, წესებისა და სტანდარტების გავლენა ვაჭრობაზე; აგრეთვე ვაჭრობისა და საინვესტიციო წესების გავლენა შრომით და გარემოსდაცვით კანონმდებლობაზე, მათ შორის, შრომითი და გარემოსდაცვითი რეგულაციების და პოლიტიკის განვითარებაზე;
(d)
წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) დადებითი და უარყოფითი გავლენა მდგრად განვითარებაზე და მათი შესაბამისი გამაძლიერებელი, აღმკვეთი ან შემარბილებელი საშუალებები; აგრეთვე მხედველობაში იქნება მისაღები ერთი ან ორივე მხარის მიერ განხორციელებული მდგრადობაზე ზემოქმედების შეფასება;
(e) ფუნდამენტური, პრიორიტეტული და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სხვა უახლესი კონვენციებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) რატიფიცირების ხელშეწყობის თაობაზე თავიანთი შეხედულებებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;
(f)
კერძო და/ან სახელმწიფო სერტიფიცირების, მიკვლევადობისა და მარკირების სქემების, მათ შორის ეკო-მარკირების ხელშეწყობა;
(g)
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა, მაგალითად ცნობიერების ამაღლების, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოებისა და პრინციპების დანერგვისა და გავრცელების მეშვეობით;
(h)
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ღირსეული შრომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მათ შორის გულისხმობს ურთიერთკავშირს ვაჭრობასა და სრულ და პროდუქტიულ დასაქმებას, შრომითი ბაზრის რეგულირებას, ძირითად შრომით სტანდარტებს, შრომით სტატისტიკას, ადამიანური რესურსების განვითარებასა და კვალიფიკაციის უწყვეტ ამაღლებას, სოციალურ დაცვასა და სოციალურ ჩართულობას, სოციალურ დიალოგსა და გენდერულ თანასწორობას შორის;
(i)
მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საბაჟოსთან თანამშრომლობა;
(j)
კლიმატის ცვლილების მიმდინარე და სამომავლო საერთაშორისო რეჟიმის ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, დაბალემისიიანი ტექნოლოგიებისა და ენერგო ეფექტურობის საშუალებების ხელშეწყობის ჩათვლით;
(k)
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების ხელშემწყობი ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომები;
(l)
ტყის კონსერვაციისა და მდგრადი მართვის ხელშემწყობი ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომები, ამასთანავე ბრძოლა გაუდაბნოებისა და ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ;
(m)
ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომები, რომლებიც მიმართულია მდგრადი თევზჭერის გამოცდილებისა და მდგრადად მართული თევზის პროდუქტებით ვაჭრობის ხელშეწყობისაკე