1. სამგზავრო ხარჯი მოიცავს ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის მგზავრობის ხარჯებს საცხოვრებელი ადგილიდან საქმის განმხილველ სასამართლომდე (ორმხრივი მგზავრობა).
2. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯული ან მსაჯულობის კანდიდატი ცხოვრობს იმ თვითმმართველ ქალაქში, სადაც მდებარეობს საქმის განმხილველი სასამართლო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება 5 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო უზრუნველყოფს ნაფიცი მსაჯულების გადაყვანას საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან.
3. ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის საქმის განმხილველი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში მგზავრობის შემთხვევაში, სამგზავრო ხარჯი ანაზღაურდება 15 ლარის ოდენობით.
4. ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის საქმის განმხილველი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მგზავრობის შემთხვევაში, სამგზავრო ხარჯი ანაზღაურდება 25 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, ქალაქ რუსთავისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებიდან მგზავრობის, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, ქალაქ თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებიდან მგზავრობის შემთხვევაში, ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის სამგზავრო ხარჯი ანაზღაურდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
6. ამ მუხლის მიზნებისათვის, საქმის განმხილველი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია გულისხმობს „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ დანაშაულის საქმეებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონული სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 1 თებერვლის №1/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ტერიტორია