1. სასამართლოს მენეჯერი სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უგზავნის ინფორმაციას სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ ნაფიც მსაჯულთა (მსაჯულობის კანდიდატთა) შესახებ, მათთვის ასანაზღაურებელი თანხის მითითებით. აღნიშნულ ინფორმაციას უნდა დაერთოს ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ხარჯების ანაზღაურებას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის მიერ მოვალეობის შესრულების დღეს. საბანკო ანგარიშის არქონის შემთხვევაში ნაფიცი მსაჯული (მსაჯულობის კანდიდატი) ვალდებულია, არაუგვიანეს ერთი თვისა სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს წარუდგინოს საბანკო ანგარიშის ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ხარჯები არ ანაზღაურდება.
დანართი 12
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/127
2011 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საზღვარგარეთ მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/233 გადაწყვეტილება.
3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 10 ოქტომბრიდან.
ვალერი ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
დამტკიცებულია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2011 წლის 20 სექტემბრის № 1/127 გადაწყვეტილებით
საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წე