1. სხვა პირდაპირი ხარჯები მოიცავს საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯს.
2. ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სასამართლოს სისტემის სარგებლობაში არსებული შესაბამისი მატერიალური ბაზა, რა დროსაც ანაზღაურდება მხოლოდ დღიური და სამგზავრო ხარჯები.
3. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულს აუნაზღაურდება საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი, ხოლო მე-4 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საცხოვრებელი ფართობის დაქირავების საჭიროების აუცილებლობისას. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი აუნაზღაურდება საჭიროების შემთხვევაში.
4. ნაფიც მსაჯულსა და მსაჯულობის კანდიდატს საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი აუნაზღაურდება 60 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისის ან ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას – 75 ლარის ოდენობი