1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
2. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად.
4. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას.
5. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას.
6. გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
7. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით.
8. კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თითოეულ კანდიდატს წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
9. დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის თანამდებობაზე არჩევა ფორმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
10. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე გონივრული ვადით ადრე უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადებასა და უფლებამოსილების გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევას, ხოლო დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსპექტორის ასარჩევად კონკურსის ორგანიზებას უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვის