1. მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური (შემდგომში – ინსპექტორის სამსახური).

2. ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელსაც 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3.  (ამოღებულია).

4. ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას უზრუნველყოფს ინსპექტორის სამსახურის აპარატი, რომელიც წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

5. ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი