1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და მოხელეთა საშტატო ნუსხას, აგრეთვე აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭ