1.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;

გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1
მაისის

ორგანული
კანონი №580

– ვებგვერდი,20
.05.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის  ორგანული კანონი
№4389
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის ორგანული კანონი
№169
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 21

ივლისის ორგანული
კანონი №3262
–
ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1377 – ვებგვერდი, 05.03.2026