თავი XIII — 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება
1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში.
2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება ან კერძო განჩინება ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის ორგანული
კანონი №2194
–
ვებგვერდი, 26.04.2018წ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.12.2009).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება