1. სარედაქციო საბჭო არის აკადემიის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აკადემიის საგამომცემლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას.
2. სარედაქციო საბჭო შედგება აკადემიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ბიბლიოთეკის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, G-3/G-2 სამსახურის წარმომადგენლებისგან.
3. სარედაქციო საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიდან (ბაკალავრიატიდან და მაგისტრატურიდან) აირჩევა/შეირჩევა 2 წარმომადგენელი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი.
4. სარედაქციო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და მინიმუმ 8 წევრისაგან.
5. სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საგამომცემლო დოკუმენტების (მათ შორის, მონოგრაფია, სტატია, სახელმძღვანელო და სხვა) შემოწმება და რედაქტირება;
ბ) დაამტკიცოს საგამომცემლო დოკუმენტების რედაქტირებული ვერსიები და გადასცეს აკადემიის გამომცემლობას შესაბამისი პროცედურების (მათ შორის დაბეჭვდა, გამოცემა, განთავსება) განხორციელების მიზნით;
გ) განახორციელოს საგამომცემლო საქმიანობასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებული დებულებით გათალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობებ