1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად.

3. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციაში აღინიშნება, კონკურსის ჩატარების პირობები, კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხ