1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში ამ წესდების შესაბამისად;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ წესდებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას აკადემიის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობებ