1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის მეთაური.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნას, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიურ ურთიერთობას,მათ შორის თანამშრომლობას, აგრეთვე აკადემიისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას;
ბ) სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას;
გ) აკადემიის მიმართულებების, მათი საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალის პოპულარიზაციას;
დ) საჭიროებისამებრ პრესკონფერენციების, საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე სემინარების და ტრეინინგების ორგანიზებას;
ე) აკადემიის ვებ-გვერდის მართვას, კომპეტენციის ფარგლებში ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებას და მუდმივ განახლებას;
ვ) აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ აკადემიის ემბლემის გამოყენებაზე, საიმიჯო ბეჭდვითი მასალის და სხვა ატრიბუტიკის დამზადების პროცესის კოორდინაციას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ წესდებას.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურის წინაშ