1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციებია:

ა) აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა და აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართვა/კოორდინაცია;

გ) აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით;

დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

2. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. აკადემიის სამცენიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურის წინაშ