1. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.

2. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს;

ბ) სწავლების/სწავლის ხარისხის ზრდას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას;

გ) როგორც სპეციალიზებული, ასევე სხვა მეცადინეობების/ღონისძიებების დაგეგმვას, ჩატარებას, მონიტორინგს, შეფასებასა და ანალიზს;

დ) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობას;

ე) პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობას;

ვ) სამხედრო განათლების მაღალ ხარისხს.“.

3. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილის წინაშე.

4. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრ