1. ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან და ენობრივი მომზადების განყოფილებისაგან.
2. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „პოლკოვნიკის" თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
4. ბაკალავრიატში შემავალი განყოფილების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მიმართულების უფროსებთან. მიმართულების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ბაკალავრიატის ხელმძღვანელის, აკადემიის მეთაურის მოადგილისა და აკადემიის მეთაურის წინაშე.
5. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე პირები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „ვიცე-პოლკოვნიკის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასევე ისინი უნდა იყვნენ, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება.
6. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსებს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე.
8. ბაკალავრიატი უზრუნველყოფს:
ა) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარებას;
ბ) სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებას;
გ) ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას;
დ) იუნკერის და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარების ხელშეწყობას;
ე) იუნკერთა მიერ მიღებული განათლების პრაქტიკაში განხორციელების დაგეგმვასა და ხელშეწყობას;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;
ზ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელთა მომზადებას და მსმენელთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას;
თ) ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას.
9. ბაკალავრიატის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ბაკალავრიატის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბაკალავრიატის ხელმძღვანელი.
10. აკადემიის მეთაურის წარდგინებით მინისტრი ნორმატიული აქტით ამტკიცებს ბაკალავრიატის დროშას და ემბლემა