1. მაგისტრატურა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან.
2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „პოლკოვნიკის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
4. მაგისტრატურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე.
5.მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე პირები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „ვიცე-პოლკოვნიკის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასევე ისინი უნდა იყვნენ, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება.
6. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მაგისტრატურის ხელმძღვანელის, აკადემიის მეთაურის და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე.
7. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსებს, აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
8. მაგისტრატურა უზრუნველყოფს:
ა) აკადემიის საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის განვითარების ხელშეწყობას;
ბ) სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებას;
გ) ინოვაციური მიდგომების დანერგვას და კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას;
დ) მსმენელისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას;
ე) საგანმანათლებლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;
ზ) მაგისტრატურის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას.
9. აკადემიის მეთაურის წარდგინებით მინისტრი ნორმატიული აქტით ამტკიცებს მაგისტრატურის დროშას და ემბლემა