1. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც აკადემიის მეთაურის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც აკადემიის მეთაურის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი:

ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

დ) თავმჯდომარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს სხდომებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობებ