თავი V — აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი
1. აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული
თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 54, №146, 30.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017434 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6744345/muxli-54/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია