1. შერჩევის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) თავდაცვის ძალების მეთაური – შერჩევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) შერჩევის უმაღლესი საბჭოს თანათავმჯდომარე – მინისტრის პირველი მოადგილე;

გ) შერჩევის უმაღლესი საბჭოს წევრები:

გ.ა) მინისტრის ყველა მოადგილე;

გ.ბ) თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი;

გ.გ) თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები;

დ) ამ პუნქტის:

დ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე წევრის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს წევრად განისაზღვროს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი;

დ.ბ) „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე წევრის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს წევრად განისაზღვროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ – გენერალური შტაბი) J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი.

2. შერჩევის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ერთ-ერთი თავმჯდომარე და 6 (ექვსი)  წევრი.

3.  შერჩევის უმაღლესი საბჭო განიხილავს:

ა) თანამდებობაზე შერჩევის საკითხებს სამინისტროს სისტემაში შემდეგი თანამდებობებისათვის:

ა.ა) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფის უფროსი/მეთაური და მოადგილე და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი/მოადგილე;

ა.ბ) სარდალი და სარდლის მოადგილე;

ა.გ) სარდლობის შტაბის უფროსი;

ა.დ) თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი;

ა.ე) სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი;

ა.ვ) სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, რექტორის მოადგილე – შტაბის უფროსი;

ა.ზ) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური;

ა.თ) ბრიგადის/ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის);

ა.ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სამხედრო თანამდებობები;

ა.კ)  თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი;

ა.ლ) სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილე/თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი;

ა.მ) სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე;

ა.ნ)  სსიპ – თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოადგილე;

ა.ო) სსიპ – თავდაცვის მოხალისის დეპარტამენტის უფროსი (სამხედრო);

ბ) თავდაცვის უმაღლეს პროგრამაზე წარსაგზავნი იმ კანდიდატების შერჩევის საკითხებს, რომლებიც დანიშნული არიან შემდეგ თანამდებობებზე და აკმაყოფილებენ ოფიცრების სამხედრო განათლების კონცეფციის მოთხოვნებს:

ბ.ა) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფის უფროსი/მეთაური ან მოადგილე;

ბ.ბ) გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი/მოადგილე;

ბ.გ) სარდალი და სარდლის მოადგილე;

ბ.დ) სარდლობის შტაბის უფროსი;

ბ.ე) თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი;

ბ.ვ) ბრიგადის/ცენტრის მეთაური/უფროსი;

ბ.ზ) სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი, რექტორის მოადგილე, დირექტორი, სკოლის მეთაური, აკადემიის მეთაური, ცენტრის მეთაური/უფროსი, კოლეჯის მეთაური);

ბ.თ) სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილე/თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი;

ბ.ი)  სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორი/დირექტორის მოადგილე;

ბ.კ) სსიპ – თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოადგილე;

ბ.ლ) სსიპ – თავდაცვის მოხალისის დეპარტამენტის უფროსი (სამხედრო);

ბ.მ) მთავარი სამმართველოს უფროსი/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე/სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ბ.ნ) სარდლობის/ეროვნული გვარდიის სამსახურის უფროსი;

გ)  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნის პოტენციალის მქონე სამხედრო მოსამსახურის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანდიდატების შერჩევის პროცედურებში მონაწილეობის შესაძლებლობას;

დ)  ქვეყნის ფარგლებს გარეთ მასტერ-სერჟანტის სამხედრო განათლების პროგრამაზე (IV დონე) წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის საკითხებს;

ე) პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭების საკითხებს;

ვ) შერჩევის  საბჭოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამ წესის შესაბამისად.

4. თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფის უფროსის/მეთაურის/სარდლის და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანამდებობაზე, ასევე შერჩევის უმაღლესი საბჭოს ქვემდებარე პოლკოვნიკის და უმაღლეს ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კანდიდატების განხილვისას პრიორიტეტი ენიჭებათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ თავდაცვის უმაღლესი პროგრამა (ომის კოლეჯი