1. კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება:

ა) ქულების მინიჭებით;

ბ) ღია ან ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით.

2. კანდიდატების შერჩევა ქულების მინიჭებით ხორციელდება თანამდებობაზე შერჩევის და სასწავლებლად წარგზავნის (გარდა, უცხო ენის შემსწავლელი სასწავლო კურსებისა) დროს.

3.  წოდებრივი დაწინაურებისას კანდიდატების შერჩევა ხორციელდება ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.

4. უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსებზე წარსაგზავნად შერჩევა ერთი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება ღია კენჭისყრის საფუძველზე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში – ფარული კენჭისყრის საფუძველზ