1. განცხადების საფუძველზე, დეკლარაციის წარმდგენ პირს შესაძლოა უფლება მიეცეს შეცვალოს გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის ერთი ან მეტი მონაცემი მისი წარდგენის შემდეგ.
შესწორებების შეტანა შეუძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც:
(a) საბაჟო ორგანოები აცნობებენ პირს, რომელმაც შეიტანა გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ისინი აპირებენ საქონლის შემოწმებას;
(b) საბაჟო ორგანოები დაადგენენ, რომ გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის ერთი ან მეტი დეტალი არის არაზუსტი ან არასრული;
(c) საბაჟო ორგანოებს უკვე გაშვებული აქვთ საქონელი გასატანად.
2. თუ საქონელი, რომლისთვისაც წარმოდგენილია გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია, არ იქნა გატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, საბაჟო ორგანოები გააუქმებენ აღნიშნულ დეკლარაციას ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:
(a) დეკლარაციის წარმდგენი პირის განცხადების საფუძველზე;
(b) დეკლარაციის წარდგენიდან 150 დღის ვადაშ