1. თანამშრომლის სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება სამსახურის შინაგანაწესით, აგრეთვე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის შესაბამისი მიმართულების მარეგულირებელი წესდებებით და ინსტრუქციებით.

2. თანამშრომლის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დაკავებული საშტატო თანამდებობის შესაბამისად სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით განსაზღვრული ამოცანების გათვალისწინებით. შრომითი ხელშეკრულებით მიღებული სამოქალაქო პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამავე ხელშეკრულებით.

3. დაცვით ღონისძიებებში ჩართულ თანამშრომელს დამატებითი მოვალეობები განესაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დაცვითი ღონისძიების გეგმებით.