ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას ან/და დაინვალიდებისას ‑ 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას ‑ 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას ‑ 2 000 (ორი ათასი) ლარი;
დ) გარდაცვალებისას ‑ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. ამასთანავე, სამსახური აანაზღაურებს ნეშტის გადასვენებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში, დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კანონმდებლობით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა სახელმწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს:
ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;
ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს;
გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს;
დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;
ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს;
ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს.
3. შესაბამისი საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, სამსახური თანამშრომელს უზრუნველყოფს გასასვლელი დახმარებით, აგრეთვე სამსახურის გავლასთან ან საპენსიო უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების დროული გაცემით.
სამსახურის შეწყვეტის საფუძვე