„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) დანაყოფებში, ეკოლოგიურ ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით გაერთიანებებში;“
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით ადგენს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახეობის და გავლის ადგილის დადგენისას აღნიშნული კომისია, პირველ რიგში, აკმაყოფილებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას.“;
გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში შედის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.“.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4072 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოს იმ მოქალაქის სპეციალური მომზადება, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში გაივლის. სწავლის დრო მოქალაქეს ეთვლება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურად.“.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი
1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4272 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მოქალაქე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებებში ასრულებს მხოლოდ დამხმარე ფუნქციებსა და მოვალეობებს.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი:
„მუხლი 183. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2626-IIს |
„ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) დანაყოფებში, ეკოლოგიურ ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით გაერთიანებებში;“;
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი:
„მუხლი 183. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.“.საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2626-IIსრა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 5. სპეციალიზებული სფეროები არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად და მისი გავლის ადგილები
- მუხლი 12. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა
- მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი
- მუხლი 14. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს
- მუხლი 183. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2626-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 120290000.05.001.018904.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.12.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2626-IIს, 27.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 120290000.05.001.018904 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4237252/