1. მგზავრის სახელის ჩანაწერი უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზაში ინახება საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვის მომენტიდან 5 წლის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტომატურად.

2. საჰაერო გადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზისთვის მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდებიდან 6 თვის ვადაში მონაცემები უნდა დაექვემდებაროს ფსევდონიმიზაციას უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფსევდონიმიზაციის შემდეგ მგზავრის სახელის ჩანაწერი შესაძლოა, სრულად ხელმისაწვდომი გახდეს:

ა)  სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც გაიცემა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;

ბ) სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, მონაცემთა გამჟღავნების კანონიერების შემოწმების მიზნით.

4. მგზავრის სახელის ჩანაწერი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაეცა კომპეტენტურ ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე, ინახება და ნადგურდება  შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადითა და წესით, თუ აღნიშნული არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით.

5. მგზავრის სახელის ჩანაწერის ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული დამუშავების შედეგები ინახება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია პოზიტიური თანხვედრის შესახებ კომპეტენტური ორგანოების  ინფორმირებისთვის. მონაცემები ავტომატური შემოწმების შედეგად გამოვლენილი პოზიტიური თანხვედრის შესახებ, რომელიც არ დადასტურდა არაავტომატური გადამოწმების მეშვეობით, ასევე შესაძლებელია, იქნეს შენახული არაუმეტეს 5 წლის ვადით მომავალში მცდარი პოზიტიური თანხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

6. მგზავრის სახელის ჩანაწერის ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული  დამუშავების შედეგები ინახება არაუმეტეს ექვსი თვის ვადით. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ნადგურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტომატურა