1. მგზავრის წინასწარი მონაცემი სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ შეიძლება, დამუშავდეს შემდეგი მიზნებით:
ა) მგზავრთა წინასწარი შეფასება მათ დაგეგმილ ჩამოფრენამდე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც საჭიროებენ დამატებით შესწავლას სასაზღვრო ან საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;
ბ) მგზავრის წინასწარი მონაცემის ანალიზი იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განახლებისა და ახალი კრიტერიუმების შემუშავებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დამატებით შესწავლას სასაზღვრო ან საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
2. სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მგზავრის წინასწარი შეფასების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს:
ა) მგზავრის წინასწარი მონაცემის ავტომატურ შედარებას იმ მონაცემთა ბაზებთან, რომლებიც რელევანტურია სასაზღვრო ან საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის და მიღებულ შედეგებზე სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს რეალურ დროში წვდომას, მათი კომპეტენციის შესაბამისად;
ბ) მგზავრის წინასწარი მონაცემის ავტომატურ შედარებას წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან და მიღებულ შედეგებზე სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს რეალურ დროში წვდომას, მათი კომპეტენციის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მგზავრის წინასწარი მონაცემის ანალიზისთვის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს რეალურ დროში წვდომას მგზავრის წინასწარ მონაცემზე ისევე, როგორც მისი დამუშავების ელექტრონული სისტემის ხელმისაწვდომობას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შემუშავება, მათი პერიოდული გადახედვა და დანერგვა ხორციელდება სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ, მათი კომპეტენციის შესაბამისად. კრიტერიუმები და მათი შემუშავების წესი/პროცედურა განისაზღვრება ამ ორგანოების სამართლებრივი აქტებით. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ კრიტერიუმების დანერგვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამუშავება ხორციელდება არადისკრიმინაციული ფორმით. კრიტერიუმები უნდა იყოს მიზანმიმართული, კონკრეტული და პროპორციული. კრიტერიუმი არ შეიძლება, ეფუძნებოდეს პიროვნების რასას ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ შეხედულებებს, შრომით კავშირებში გაერთიანებას, ჯანმრთელობას, სექსუალურ ცხოვრებასა და სექსუალურ ორიენტაცია