1. „მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის სახელის ჩანაწერის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების, დამუშავების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის გადაცემის, ასევე მისი შენახვის, ფსევდონიმიზაციისა და განადგურების წესს, ვადებსა და პროცედურებს.

2. ეს წესი მიზნად ისახავს ტერორიზმის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობა