1. უფლებამოსილ ორგანოში ფუნქციონირებს მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი, რომელიც შედგება უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებისა და მგზავრის ინფორმაციის დანაყოფში მივლინებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისგან.
2. მგზავრის ინფორმაციის დანაყოფში წარმომადგენლის მივლინების უფლებამოსილება აქვთ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.
3. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებული მგზავრის სახელის ჩანაწერის ხელმისაწვდომობას მგზავრის ინფორმაციის დანაყოფისთვის რეალურ დროში ისევე, როგორც მგზავრის ინფორმაციის დანაყოფის მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშავების ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებასა და მგზავრის სახელის ჩანაწერის უსაფრთხოება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
Ordinance of the Government of Georgia „On Approval of the Procedure for Transferring, Processing, Storing and Destroying Advance Passenger Information and Passenger Name Records by Air Carriers“, მუხლი 4, №384, 27.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.022939 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5225793/muxli-4-2/