1. პოზიტიური თანხვედრის შედეგი, რომელიც გამოვლინდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომატური დამუშავების შედეგად, მოწმდება მგზავრის ინფორმაციის დანაყოფის მიერ არაავტომატური საშუალებების გამოყენებით. იმ მგზავრის სახელის ჩანაწერი, რომლის პოზიტიური თანხვედრა გამოვლინდა ავტომატური დამუშავების შედეგად და დადასტურდა არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. მგზავრის ინფორმაციის დანაყოფის მიერ მიღებული და დამუშავებული მგზავრის სახელის ჩანაწერი შესაძლოა, კომპეტენტური ორგანოების მიერ შემდგომ დამუშავდეს მხოლოდ ტერორიზმის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით.
2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით მონაცემების დამუშავებისთვის კომპეტენტური ორგანოს დასაბუთებულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გაცემული მოსამართლის განჩინება. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავება მისი იმ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდების მიზნით, რომელსაც მივლენილი ჰყავს წარმომადგენელი მგზავრის ინფორმაციის დანაყოფში, არ საჭიროებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამართლის განჩინება