1. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მგზავრის სახელის ჩანაწერი და მისი დამუშავების შედეგები შესაძლოა, გადაეცეს სხვა სახელმწიფოს, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:
ა) მონაცემების გადაცემა მიზნად ისახავს ტერორიზმის დანაშაულის ან მძიმე დანაშაულების პრევენციას, გამოვლენას, გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) მონაცემთა გადაცემა შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე;
გ) სხვა სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია მესამე ქვეყანას, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
2. სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემა მისი ფსევდონიმიზაციის შემდეგ შესაძლებელია, განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
3. საერთაშორისო ორგანიზაციას მგზავრის სახელის ჩანაწერი შესაძლოა, გადაეცეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შეთანხმება საქართველოსა და ამ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებ