1. საჰაერო გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ფრენას, ვალდებულია, უსასყიდლოდ მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს  მგზავრის სახელის ჩანაწერი:

ა) 24 საათით ადრე ფრენის დაგეგმილ დრომდე;

ბ) არაუგვიანეს 15 წუთისა საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ.

2. ამ მუხლით  გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) სატვირთო გადაზიდვებზე;

ბ) სამაშველო/საევაკუაციო ფრენებზე;

გ) სახელმწიფო ავიაციაზე.

3. თუ ფრენა ერთობლივად სრულდება რამდენიმე საჰაერო გადამზიდველის მიერ, მგზავრის სახელის ჩანაწერის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება იმ საჰაერო გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს ფრენის ოპერირებას.

4. საჰაერო გადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზისთვის  მგზავრის  სახელის ჩანაწერის მიწოდება წარმოებს ელექტრონული საშუალებებით, საერთო პროტოკოლებისა და ფორმატების გამოყენებით, ხოლო ტექნიკური ხარვეზის/შეფერხების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა საშუალებით, უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით.

5. მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების საერთო პროტოკოლები და ფორმატები, ასევე ამ მონაცემების მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ დადგენილებით დამტკიცებული №2-ბ დანართით და ეფუძნება მგზავრის სახელის ჩანაწერის საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლებსა და ფორმატებს. თუ საჰაერო გადამზიდველს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ამ დადგენილებით დამტკიცებული №2-ბ დანართით განსაზღვრული პროტოკოლებისა და ფორმატების შესაბამისად მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს მგზავრის სახელის ჩანაწერი, აღნიშნული მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდების სხვა ტექნიკური საშუალებები და ფორმები დამატებით განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

6. თუ საჰაერო გადამზიდველს არ აქვს უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის სახელის ჩანაწერისა და მგზავრის წინასწარი მონაცემის ამ დადგენილებით დამტკიცებული №2-ბ დანართით განსაზღვრული ერთიანი ფორმატით მიწოდების შესაძლებლობა, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია,  განსაზღვროს მგზავრის წინასწარი მონაცემების მიწოდების სხვა ტექნიკური შესაძლებლობა ან გამოიყენოს ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ბ დანართით განსაზღვრული მგზავრის წინასწარი მონაცემების მიწოდების პროტოკოლები და ფორმატები. ასეთ შემთხვევებში, მგზავრის წინასწარი მონაცემები განიხილება როგორც მგზავრის სახელის ჩანაწერის შემადგენელი ნაწილი და მის მიმართ გამოიყენება ამ დანართის დებულებებ