1. მგზავრის წინასწარი მონაცემის დეპერსონალიზაცია ხდება ავიაკომპანიის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდებიდან 24 საათში, გარდა იმ მგზავრის წინასწარი მონაცემისა, რომლის შენახვა აუცილებელია სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოს ან საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
2. დეპერსონალიზებული მგზავრის წინასწარი მონაცემი ინახება მგზავრის წინასწარი მონაცემის ბაზაში ერთი წლის ვადით და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სასაზღვრო კონტროლის ორგანოს, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანოსა და საბაჟო კონტროლის ორგანოს მიერ, მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ერთი წლის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მგზავრის წინასწარი მონაცემის წაშლას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მონაცემების დეპერსონალიზებას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო. სასაზღვრო კონტროლის ორგანო, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანო ან საბაჟო კონტროლის ორგანო, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, არადეპერსონალიზებული სახით შენახულ მონაცემებს ინახავს ამ ორგანოების სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადით, თუ აღნიშნული ვადა არ არის დადგენილი მოქმედი კანონმდებლობი