1. საჰაერო გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ფრენას ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით, ვალდებულია, უსასყიდლოდ მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს მგზავრის წინასწარი მონაცემი არაუგვიანეს 15 წუთისა საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება:
ა) სამაშველო/საევაკუაციო ფრენებზე;
ბ) სახელმწიფო ავიაციაზე.
3. თუ ფრენა ერთობლივად სრულდება რამდენიმე საჰაერო გადამზიდველის მიერ, მგზავრის წინასწარი მონაცემის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება იმ საჰაერო გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს ფრენის ოპერირებას.
4. საჰაერო გადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდება წარმოებს ელექტრონული საშუალებებით, საერთო პროტოკოლებისა და ფორმატების გამოყენებით, ხოლო ტექნიკური ხარვეზის/შეფერხების არსებობის შემთხვევაში − ნებისმიერი სხვა საშუალებით, უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით.
5. მგზავრი წინასწარი მონაცემის მიწოდების საერთო პროტოკოლები და ფორმატები განისაზღვრება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ბ დანართით და ეფუძნება მგზავრის წინაწარი მონაცემის მიწოდების საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლებსა და ფორმატებს. თუ საჰაერო გადამზიდველს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ბ დანართით განსაზღვრული პროტოკოლებისა და ფორმატების შესაბამისად მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს მგზავრის წინასწარი მონაცემი, აღნიშნული მონაცემის ელექტრონული ფორმით მიწოდების სხვა ტექნიკური საშუალებები და ფორმები დამატებით განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიე