ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჰაერო გადამზიდველი/ექსპლუატანტი − საქართველოში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდით კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის უფლება, გაცემული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

ბ) საერთაშორისო ფრენა − რეგულარული ან არარეგულარული ფრენა,  განხორციელებული საჰაერო გადამზიდველის მიერ:

ბ.ა) ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

ბ.ბ) საქართველოდან ნებისმიერი უცხო ქვეყნის მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

გ) მგზავრი − ნებისმიერი, მათ შორის, ტრანსფერით ან ტრანზიტით მიმავალი პირი, რომელიც მგზავრობს ან უნდა იმგზავროს საჰაერო ხომალდით, საჰაერო გადამზიდველის თანხმობით, რაც გამოიხატება საჰაერო გადამზიდველის მიერ პირის რეგისტრაციით მგზავრთა სიაში;

დ) დაჯავშნის სისტემა − საჰაერო გადამზიდველის შიდა სისტემა, რომელშიც ჯავშანთა მომსახურების მიზნით თავმოყრილია მგზავრის სახელის ჩანაწერები;

ე) გამგზავრების კონტროლის სისტემა − მგზავრთა რეისზე რეგისტრაციის სისტემა;

ვ) მგზავრის სახელის ჩანაწერი  −  ამ დადგენილებით დამტკიცებული  №2-ა დანართით განსაზღვრული თითოეული მგზავრის მგზავრობის მოთხოვნის ჩანაწერი, რომელიც შეიცავს საჰაერო გადამზიდველის მიერ რეისის ჯავშანთა დამუშავებისა და კონტროლისთვის აუცილებელ ინფორმაციას, მოცემულს დაჯავშნის სისტემაში, გამგზავრების კონტროლის სისტემაში ან ნებისმიერი ანალოგიური ფუნქციის მქონე სისტემებში;

ზ) მგზავრის წინასწარი მონაცემი − ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ა დანართით განსაზღვრული მონაცემები;

თ) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;

ი) კომპეტენტური ორგანო − ორგანოები, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების პრევენცია, დანაშაულის ნიშნების გამოვლენა, გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა;

კ) მძიმე დანაშაული − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული;

ლ) მონაცემთა ფსევდონიმიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც პერსონალური მონაცემების დაკავშირება კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან შეუძლებელია დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე, იმ პირობით, რომ ეს დამატებითი ინფორმაცია შენახულია ცალკე და ექვემდებარება ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მონაცემების დაკავშირება არ ხდებოდეს იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთა