1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამუშავება ხორციელდება არადისკრიმინაციული ფორმით. კრიტერიუმები უნდა იყოს მიზანმიმართული, კონკრეტული და პროპორციული. კრიტერიუმი არ შეიძლება, ეფუძნებოდეს პიროვნების რასას ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ შეხედულებებს, შრომით კავშირებში გაერთიანებას, ჯანმრთელობას, სექსუალურ ცხოვრებასა და სექსუალურ ორიენტაციას. აღნიშნული კრიტერიუმების შემუშავება, მათი პერიოდული გადახედვა და დანერგვა ხორციელდება მგზავრის მონაცემების დანაყოფის მიერ, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით. კრიტერიუმები და მათი შემუშავების წესი/პროცედურა განისაზღვრება ამ ორგანოების სამართლებრივი აქტებით. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ კრიტერიუმების დანერგვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.

2. თუ საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებული მონაცემები არ არის მითითებული ამ დადგენილებით დამტკიცებულ №2-ა დანართში, მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების განადგურება დაუყოვნებლი